ენმ

ბოკუჩავა: ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლა მარტო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს

ნაციონალური მოძრაობის ცნობით, თინა ბოკუჩავამ და მისმა მოადგილემ, ლევან სანიკიძემ გერმანიაში, ბუნდესტაგის წევრებთან და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. 

ბოკუჩავას თქმით, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირებისთვის და რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის. 

"მათ შორის, სწორედ გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადარჩეს და რომ არ მოხდეს საქართველოს მილიონობით მოქალაქის სანქცირება, ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაც დღეს რეალური საფრთხეა. 

ჩვენ ვმუშაობთ, რომ სანქცირება და უვიზო რეჟიმის მიმოსვლის შეჩერება მიზნობრივად, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისა და სისტემის თანამონაწილეებისთვის მოხდეს - იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს დიდი პრივილეგია დაკარგონ". - თქვა ბოკუჩავამ.

ლევან სანიკიძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი პოლიტპატიმრების თემასაც შეეხო.

კომენტარები