ენმ

ხაბეიშვილი: ენმ-ში 6 თვე არ ვიყავი, რადგან ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ართმევდნენ მიშას პარტიას

"ახლა რაც აჩვენეთ თქვენ, 2016 წელია, როცა მე პარტიაში არ ვიყავი ექვსი თვე იმის გამო, რომ ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ართმევდა მიშა სააკაშვილს პარტიას" - ასე უპასუხა ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა TV პირველის წამყვანს, ინგა გრიგოლიას, რომელმაც გადაცემაში 2016 წლის ვიდეო აჩვენა, სადაც ლევან ხაბეიშვილი ენმ-სა და დავით კეზერაშვილზე ლაპარაკობს. მისი თქმით, გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ გუნდში სწორედ იმ მიზეზით გადავიდა, რომ "ბოკერია ახევდა მიშას პარტიას".

წამყვანის რეპლიკაზე, ჩერგოლეიშვილი და ბოკერია რა შუაშია დღევანდელობასთან, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს - "თავშია".

"მე 2016 წელს წინასწარ ვსაუბრობდი თუ არა, რომ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ართმევს პარტიას? ამოგეღოთ ისინიც, ეს რომ აჩვენეთ, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე ვლაპარაკობ... კი, ბოკერიას ნაციონალურ მოძრაობაზე ვსაუბრობ ღიად, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ქვეყანაში ცვლილებებს და რომ ისინი ართმევდნენ პარტიას მიშა სააკაშვილს... 2016 წელი არის ის წელი, როცა პარტიაზე სრული მართვა ჰქონდა აღებული ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას" - თქვა მან.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ 2016 წელს ლევან ხაბეიშვილი იმასაც ამბობდა, "კეზერაშვილი ბიძინას საქმეს აკეთებსო", ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს - "კარგით, ახლა".

"კეზერაშვილზე თქვენ ნუ ნერვიულობთ, მე და კეზერაშვილი თავად მოვგვარდებით" - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა - "თქვენ მაშინ ამბობდით, ის ხალხი როცა გავიდა ენმ-დან, კეზერაშვილი ამით ივანიშვილს საქმეს და დავალებას აკეთებსო, თქვენ მაშინ ატოლებდით ერთმანეთს". ამაზე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ "კი, პირდაპირ გეუბნებით, ევროპული საქართველო როცა გავიდა ნაციონალური მოძრაობიდან 21 ადამიანით, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის საქმე".

2016 წლის TV იბერიას ეთერში ლევან ხაბეიშვილმა თქვა - "კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული, ეს არის პრობლემა და ეს კეზერაშვილი დღეს რას აკეთებს, ხომ არ იცით? ემსახურება ბიძინა ივანიშვილს კარზე და აფინანსებს ვითომ ოპოზიცია".


ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელია პარტიის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს თავის რეალურ კონკურენტად არ მიიჩნევს. მელია TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესები მის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს. ნიკა მელიას თქმით, 9 ნოემბერს სწორედ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა "გააკეთებინეს" ენმ-ში არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე განცხადება პარტიის რამდენიმე წევრს.

კომენტარები