ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. ხაბეიშვილი სუს-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანია ფორმულას ეზოდან უწყების შენობაში გადაიყვანეს.
როგორც ტაბულას სუს-ში უთხრეს, 17:00 საათზე ამ თემაზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართება.





