ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც კანონიერ სასჯელს ვერ ეგუება, იმის მიუხედავად, რომ არაერთი დანაშაული ჩაიდინა. მას კვლავ იმის ილუზია აქვს, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია [...] მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ამას ვერაფერი უშველის, ვერც სიის შედგენა და ვერც ექთნებისა და ექიმების მიმართ მუქარა, რომ მათ მომავალში ციხეში ამოალპობენ. მათ ციხეში უბრალოდ ვერავინ ამოალპობს, იმიტომ, რომ რასაკვირველია, მიშა სააკაშვილს, მელიებს, ხაბეიშვილებსა და სხვებს საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერიათ.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
წულუკიანი სააკაშვილზე: კვლავ იმის ილუზია აქვს, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია
tbl.ge/690v
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ბრიტანელი ფინანსისტის, მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებას. ბროუდერმა თქვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიასა და ექსპრეზიდენტის ადვოკატს, მასიმო დანჯელოს შეხვდა იმისთვის, რათა მაგნიტსკის სიის დასასრულებლად ემსჯელათ, რომელშიც, მისივე თქმით, ციხეში სააკაშვილის მწამებლები შედიან.
ქართული ოცნებათეა წულუკიანიმიხეილ სააკაშვილისააკაშვილის სიამიხეილ სააკაშვილის საქმებილ ბროუდერიმაგნიტსკის სიამაგნიტსკის აქტი
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია
- ბითაძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე?
- ჩხაიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია
- "აღარ ესაჭიროება მკურნალობა" - მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
- "პასუხისმგებლობას ზურაბიშვილიც იზიარებს" - ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე




