ვაგნერის ჯგუფი

NYT: ბოლო 2 თვეში ვაგნერის სასაფლაოს ფართობი 8-ჯერ გაიზარდა

ცნობილი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის ჯგუფის მიერ გამოყენებული სასაფლაო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 8-ჯერ გაიზარდა. ინფორმაციას New York Times ავრცელებს. 

სტატიაში ნათქვამია, რომ გაფართოებული სამარხი ვიზუალური მტკიცებულებაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ზარალს აყენებს უკრაინაში შეჭრა ვაგნერის ჯგუფს. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ კრასნოდარის მხარეში, ვაგნერის სამხედრო ბაზის ახლოს მდებარე სასაფლაოს ზომა ბოლო 2 თვეში 8-ჯერ გაიზარდა. 

NYT-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე 170 სასაფლაოა. ეს ინფორმაცია საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ სასაფლაოზე მხოლოდ იმ მებრძოლებს კრძალავენ, რომლებსაც ახლობლები  და ოჯახის წევრები არ გამოუჩნდა. 

გამოცემასთან ინტერვიუში ნათქვამია, რომ სავსებით შესაძლებელია, უფრო მეტი დაღუპული იყოს, ვიდრე ჩანს -  ადგილობრივების თქმით, ბევრი მებრძოლი კრემირებულია. 

21 იანვრის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ კერძო სამხედრო კომპანიას, ვაგნერის ჯგუფს დამატებით სანქციებს უწესებს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ხაზინა ვაგნერს მნიშვნელოვან საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

თეთრი სახლი სულ უფრო და უფრო გამოხატავდა შეშფოთებას ვაგნერის მზარდი ჩართულობის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომში. ვაგნერის ჯგუფი განსაკუთრებით აქტიური იყო აღმოსავლეთ უკრაინაში ბახმუტში მიმდინარე ინტენსიურ ბრძოლებში. თეთრი სახლის ინფორმაციით, ზოგჯერ რუსი სამხედრო ჩინოვნიკები "ვაგნერის ბრძანებას ექვემდებარებიან".

კირბის თქმით, აშშ შეფასებით, ვაგნერს უკრაინაში დაახლოებით 50 000 დაქირავებული მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი, მათგან 10 000 კონტრაქტორი და 40 000 მსჯავრდადებული.

კომენტარები