რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ ვაგნერის ჯგუფი საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებად აღიარა

ვაგნერის ჯგუფის წევრები ოკუპირებულ უკრაინაში

ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ კერძო სამხედრო კომპანიას, ვაგნერის ჯგუფს დამატებით სანქციებს უწესებს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ხაზინა ვაგნერს მნიშვნელოვან საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

თეთრი სახლი სულ უფრო და უფრო გამოხატავდა შეშფოთებას ვაგნერის მზარდი ჩართულობის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომში. ვაგნერის ჯგუფი განსაკუთრებით აქტიური იყო აღმოსავლეთ უკრაინაში ბახმუტში მიმდინარე ინტენსიურ ბრძოლებში. თეთრი სახლის ინფორმაციით, ზოგჯერ რუსი სამხედრო ჩინოვნიკები "ვაგნერის ბრძანებას ექვემდებარებიან".

კირბის თქმით, აშშ შეფასებით, ვაგნერს უკრაინაში დაახლოებით 50 000 დაქირავებული მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი, მათგან 10 000 კონტრაქტორი და 40 000 მსჯავრდადებული.

კომენტარები