სანქციების გვერდის ავლა

კობახიძე პრეზიდენტზე: კარგია, აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს არ უვლიან

როდესაც დღის წესრიგში დგება მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოს ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ამით ხაზი ესმევა თითქოს ამ ბრალდებების რელევანტურობას, რაც არასწორია. ჩვენ დაგვჭირდა კიდევ ერთხელ შესაბამისი ფაქტების გასაჯაროება და კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა, ახლა უკვე, ამ თემასთან დაკავშირებით და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს განცხადება შესაბამისად ჩვენთვის არის მისასალმებელი.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ მას არასდროს დაუდანაშაულებია საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლის საკითხში და პირიქით, "იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს". 

კომენტარები