რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უარყოფს, რომ Leopard-ის ტანკების მიწოდებას მხოლოდ ბერლინი აფერხებს

REUTERS/Wolfgang Rattay

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსენსუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე NATO-სა და თავდაცვის ლიდერების შეხვედრისას ჟურნალისტებთან საუბრისას პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ტანკების მიწოდების ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

ბერლინმა ამ კვირაში განაცხადა, რომ Leopard-ის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო იმაზე, დათანხმდებოდა თუ არა აშშ უკრაინაში Abram-ის ტანკების გაგზავნას. თუმცა გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას "ამ შეთანხმების" შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

NATO-სა და თავდაცვის ლიდერები დაახლოებით 50 ქვეყნიდან გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან შეკრებილნი. 

აშშ-მ დღეს დაამტკიცა დახმარების ახალი $2.5 მილიარდიანი დახმარების პაკეტი. ტანკები ამ ახალ სამხედრო დახმარებაში გათვალისწინებული არაა. თუმცა, პენტაგონის თანახმად, უკრაინას გადაეცა დამატებით 59 Bradley-ის ჯავშანმანქანა, Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. 

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცხრა ევროპულმა ქვეყანამ ესტონეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისთვის მხარდამჭერის ზრდის პირობა დადო, რაც შემდეგს გულისხმობს: 

  • დიდი ბრიტანეთი - 600 Brimstone-ის რაკეტა
  • დანია - 19 ფრანგული წარმოების CAESAR-ის თვითმავალი ჰაუბიცა 
  • ესტონეთი - ჰაუბიცები, საბრძოლო მასალები, დამხმარე მანქანები და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები
  • ლატვია - Stinger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ორი ვერტმფრენი და დრონები
  • ლიტვა - საზენიტო იარაღი და ორი ვერტმფრენი
  • პოლონეთი - S-60 საზენიტო იარაღი 70,000 ცალი საბრძოლო მასალა
  • ჩეხეთი - გააფართოოს დიდი კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოება, მიაწოდოს ჰაუბიცები და APC-ები
  • ნიდერლანდები - დეტალები ცნობილი 20 იანვრისთვის იქნება. 

კომენტარები