რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვა უკრაინას ახალ დახმარების პაკეტს უგზავნის

ლიტვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუშაუსკასის ცნობით, ლიტვა უკრაინას ახალი პაკეტით დაეხმარება. პაკეტის ღირებულება დაახლოებით $125 მილიონ ევროს შეადგენს და იგი სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს ინფორმაციას. 

"კარგი ახალი ამბავი მაქვს. ლიტვა უკრაინას ახალ დახმარების პაკეტს უგზავნის, რომელიც ათობით L-70 ტიპის საზენიტო იარაღს, სამხედრო აღჭურვილობასა და ორ Mi-8 ტიპის ვერტმფრენს მოიცავს. პაკეტის ჯამური ღირებულება დაახლოებით $125 მილიონ ევროს აღწევს". - წერს ლიტვის თავდაცვის მინისტრი.  

კომენტარები