რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ უკრაინას $2.5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო

Spencer Platt/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანა გეგმავს, უკრაინას გაუგზავნოს დაახლოებით $2.5 მილიარდის ოდენობის იარაღი და აღჭურვილობა.  

პაკეტში შედის ასობით დამატებითი ჯავშანტექნიკა, მათ შორის Stryker-ი და Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

დახმარების ახალი პაკეტის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ჯამში დაახლოებით 27.5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა. 

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას მიაწოდონ "ვაქცინა რუსული ტირანიის წინააღმდეგ".

კომენტარები