საგარეო ვაჭრობა

ნავთობი, ხორბალი, კოქსი – საქართველომ რუსეთისგან 2022 წელს $1 835.4 მლნ-ის საქონელი იყიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 042.9 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5 592.8 მლნ დოლარია (+31.8%), ხოლო იმპორტი - 13 450.1 მლნ დოლარი (+33.2%).

2022 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

გასულ წელს რუსეთში ექსპორტმა 651.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველომ რუსეთის ბაზარზე 2021 წელთან შედარებით 41.6 მლნ დოლარით მეტი ღირებულების საქონელი გაყიდა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია ყურძნის ნატურალური ღვინოები და ფეროშენადნობები.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ რუსეთისგან 2022 წელს 1 835.4 მლნ. აშშ დოლარის საქონელი იყიდა. ეს 812.3 მილიონი დოლარით მეტია 2021 წელთან შედარებით.

 

კომენტარები