რამზან კადიროვი

კადიროვმა რუსი სამხედროებისთვის წვერის აკრძალვა გააპროტესტა

2016 წელი, რამზან კადიროვი ადგილობრივ არჩევნებში 98%-იან გამარჯვებას აღნიშნავს.

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჯარისკაცებისთვის წვერის აკრძალვა გააკრიტიკა. აღნიშნულ საკითხზე იგი ტელეგრამზე რუსი პარლამენტარისა და გადამდგარი ლეიტენანტის, ვიქტორ სობოლევის ინტერვიუს გამოეხმაურა. 

ვიქტორ სობოლევმა რუსულ მედია РБК-სთან ინტერვიუში თქვა, რომ იგი ჯარისკაცებისთვის წვერის, მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების გამოყენების აკრძალვას ემხრობა, რადგან ეს ყველაფერი ელემენტარული სამხედრო დისციპლინის ნაწილია. 

"ჩანს, გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ სობოლევს ბევრი თავისუფალი დრო აქვს… თუ სამხედრო კოდექსის ხელახალი გადაკითხვის გარდა, სხვა არაფერი აქვს გასაკეთებელი". - წერს კადიროვი ტელეგრამზე

კადიროვმა სობოლევის კომენტარი პროვოკაციულად შეაფასა, რადგან მისი ჯარისკაცების უმეტესობა მუსლიმია და მისივე თქმით, წვერის ტარება მათთვის რელიგიური ვალდებულებაა. 

კადიროვის პოზიციას იზიარებს ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინიც, რომელმაც სობოლევის კომენტარს აბსურდული და დრომოჭმული უწოდა. 

კომენტარები