საქართველო-რუსეთი

ქადაგიშვილი: მთავრობა მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა

ლავროვი ჩვენი ოპოზიციასავით არ არის ერთსულიანი მოთამაშე. ის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია და, როდესაც რამე განცხადებას აკეთებს, რამდენიმე შედეგზე თვლის. და ჩვენ ვხედავთ, რომ ნაწილობრივ ლავროვი ამ შედეგს, ოპოზიციის ფლანგზე აღწევს ხოლმე და ოპოზიციას გარკვეულ მაშველ რგოლსაც  გადაუგდებს ხოლმე.

რაში დაჭირდა? დაჭირა ერთადერთი რამის გამო, რომ საქართველოს დაუძაბოს ურთიერთობა იგივე, ევროპასთან და მეორეს მხრივ, ოპოზიციას მისცეს დამატებითი საწვავი, იმისათვის, რომ გააგრძელონ უარგუმენტოდ, მაგრამ ამ არგუმენტს ახლა თავისებურად ლავროვი აწვდის, დაუსაბუთებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ.

ის, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა, დიახ, ეს ასეა, ამ კუთხით მე მიმაჩნია, რომ ლავროვის აღიარება სასარგებლოა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი განკუთვნილ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის გამბედაობა პატივსაცემია.

კომენტარები