[მიხეილ სააკაშვილის სასამართლო] პროცესების დაჩქარების ნაცვლად, ვხედავთ, რომ პირიქით, მას მიზანმიმართულად აჭიანურებენ და შესაბამისად, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. შესაბამისად, მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს - ეს არის საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი გამოვა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ მოქმედებისა და ბრძოლისთვის მოვემზადოთ. ბრძოლის გარეშე, ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ოცნება რუსეთის გუბერნიად გახდის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ბრძოლის გარდა არაფერი დაგვრჩენია - პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, სხვა გამოსავალი ბუნებაში არ არსებობს.
tbl.ge/68pq
დაკოპირდა

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა.
ამავე თემაზე
- უგრეხელიძე: სანამ ოპოზიცია არ გაემიჯნება ფედერალისტებს, იქნება ჩერგოდამოკიდებული იმპოტენტი
- ბოკუჩავა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს შეხვდა
- ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას იწყებს
- ბოკუჩავა: ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლა მარტო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს
- ენმ: ლევან ხაბეიშვილი დააკავეს




