ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი AUSTRALIAN OPEN-ს პირველ რაუნდში გამოეთიშა

CNN

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველ რაუნდში გამოეთიშა. საქართველოს პირველი ჩოგანი ტეილორ ფრიტცთან დამარცხდა.

მსოფლიოს მეცხრე ჩოგანმა, ზედიზედ ორი სეტი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე სეტში გამარჯვება მოახერხა, თუმცა თამაში მეოთხე სეტში დასრულდა. 

ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი იყო. წყვილთა თანრიგში შეჯიბრს აგრძელებს ოქსანა კალაშნიკოვა. ჩოგბურთელი მეწყვილე ელიშა პარკსთან ერთად 18 იანვარს ითამაშებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს მოქმედი პირველი ჩოგანია. მსოფლიო რეიტინგში ის 90-ე ადგილს იკავებს. ჩოგბურთელისთვის ეს რიგით მერვე Australia Open-ია. 

კომენტარები