რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოლდოვა: რუსული რაკეტის ნამსხვრევები ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდა

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ 14 იანვარს ქალაქ ლარგას ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინა 

მოლდოვის მთავრობამ დაგმო რუსეთის სარაკეტო თავდასხმები მეზობელ უკრაინაზე და გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ 14 იანვარს რაკეტის ნამსხვრევები მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

"მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პოლიტიკური, ისტორიული და მორალური გამართლება არ არსებობს." - თქვა მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

მან ასევე დაგმო მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენულობის უპატივცემულობა და აღნიშნა, რომ მოლდოვის საჰაერო სირვცე დაირღვა ბრიჩენის რაიონში, ქალაქ ლარგას მიდამოებში.

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპროში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. 

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 7 და დაშავებულია 39 ადამიანი. მათგან 7 ბავშვია.

კომენტარები