რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო საკუთარ Telegram-არხზე წერს, რომ რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის რეორგანიზაციისთვის მიღებული ზომები მოსკოვის მიერ გრძელვადიან საომარ მდგომარეობაზე გადასვლის მზადებაზე მოწმობს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში "ნაწილობრივი მობილიზაცია" სექტემბერში დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდა, რუსეთში საომარი მდგომარეობა ჯერაც არ გამოცხადებულა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსეთის უმაღლეს სამხედრო ველზე გენერალური პოზიციის უეცარი ცვლილება ცხადყოფს, რომ "კამპანია ჩამოუვარდება რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს" და რუსეთი ამას აცნობიერებს. 


მანამდე,  რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების მეთაურად რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და საკუთარი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი დანიშნა. ISW-ს შეფასებით, გერასიმოვის დანიშვნა  2023 წელს რუსეთის გადამწყვეტ სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რაც, სავარაუდოდ, რუსული შეტევითი ოპერაციების განახლების გზით განხორციელდება. 

დიდი სობრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების მეთაურად დანიშვნა მიუთითებს რუსეთისთვის სიტუაციის გამწვავებაზე და მათი მხრიდან ეს არის აღიარება, რომ კამპანია მიზნებს ვერ აღწევს

კომენტარები