რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუმ უკრაინაში საოკუპაციო ძალების მეთაურად სუროვიკინის ნაცვლად გერასიმოვი დანიშნა

სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი
EPA

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების მეთაურად რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და საკუთარი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი დანიშნა.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური, სერგეი სუროვიკინი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების ხელმძღვანელად დაინიშნა, ახლა გერასიმოვის ერთ-ერთი მოადგილის მოვალეობას შეასრულებს.

"სამხედრო ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად ნაინიშნა გენერალური შტაბის უფროს, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი. მის მოადგილეებად: საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი, სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი". – გამოაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, საოკუპაციო ძალების მეთაურად უფრო მაღალი რანგის სამხედრო პირის დანიშვნა უკრავშირდება "მისი (ე.წ. სპეცოპერაციის) განხორციელების პროცესში გადასაწყვეტი ამოცანების მასშტაბის გაფართოებას, შეიარაღებული ძალების სახეებისა და ტიპების უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების აუცილებლობასა და სამხედროთა ჯგუფისთვის ყველა სახის უზრონველყოფისა და ეფექტიანი მართვის ხარისხის ამაღლებას".

როდესაც საოკუპაციო ძალების მეთაურად სერგეი სუროვიკინი დაინიშნა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მდებარე ენერგეტიკულ და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასობრივი სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყეს. 

გერასიმოვი ან კრეტინია, ან მტრის აგენტი – რუსი ულტრანაციონალისტები სამხედრო მეთაურებს კვლავ აკრიტიკებენ

კომენტარები