ივანიშვილის დეპუტატები

სუბარი ევროპარლამენტარებს ამუნათებს აშშ-ში დემოკრატიის უკუსვლაზე დუმილის გამო

სოზარ სუბარი
ტაბულა

ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი აშშ-ში დემოკრატიის უკუსვლაზე დუმილის გამო ევროპარლამენტარებს ემუნათებს. 

"ბოლო კვირაში ლოს-ანჯელესის პოლიციამ დაკავებისას სამი ადამიანი მოკლა - ორი აფრო და ერთი ლათინოამერიკელი.

რაო ევროპარლამენტმა, მკაცრად დაგმო "დემოკრატიული უკუსვლა"? და ქართველმა "უფლებადამცველებმა"?

Freedom House-მა? Human Rigfts Watch-მა? Amnesty International-მა?

...............................................?

ბილ ბროუდერმა უკვე შექმნა ლოს-ანჯელეს-მაგნიტსკის სია? თუ ანგელოზების ქალაქს არ ვერჩით?" 

გუშინ, 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაკავებიდან მალევე BLACK LIVES MATTER-ის დამფუძნებლის ბიძაშვილი გარდაიცვალა.  კინენ ანდერსონი ლოს-ანჯელესში დააკავეს - პოლიციის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ანდერსონმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა "სხვა ადამიანის მანქანაში მათი ნებართვის გარეშე ჩაჯდომის მცდელობით" სცადა. პოლიციამ მისი დაკავებისას ელექტროშოკი გამოიყენა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

კომენტარები