ევროკომისია

ლაიენი: ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.  

გარდა ამისა, ევროკავშირში შვედეთის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის დასაწყისში ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რვა თვეში რუსეთმა ევროკავშირს გაზის 80% შეუწყვიტა, მაგრამ ევროკავშირმა კომპენსირება დივერსიფიკაციის გზით მოახდინა.

"თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. გაზის ფასები ახლა უფრო დაბალია, ვიდრე რუსეთის შემოჭრამდე იყო". – თქვა მან შვედეთის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები