COVID-19 ჩინეთში

ჩინეთის მოქალაქეთა 64% COVID-19-ით არის ინფიცირებული – პეკინის უნივერსიტეტი

პეკინის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 11 იანვრის მდგომარეობით ჩინეთში 900 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. 

კვლევის ანგარიშის მიხედვით, ვირუსი ქვეყნის მოსახლეობის 64%-ს აქვს. 

ინფიცირებულების მაღალი მაჩვენებელია განსუს პროვინციაში (91%), იუნანში (84%) და ცინგჰაიში (80%). 

ჩინელი ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ჩინური ახალი წლის პერიოდში, რომელიც 23 იანვარს აღინიშნება, შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება.

"ჩინეთში COVID-19-ის ტალღის პიკი, სავარაუდოდ, ორ-სამ თვეს გაგრძელდება". - თქვა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ყოფილა ხელმძღვანელმა, ზენგ გუანმა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მგზავრებს მოუწოდებს, შორ მანძილზე ფრენებისას პირბადე კვლავ გამოიყენონ. მიზეზად COVID-19-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალური პირების თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ომიკრონის უახლესი ქვევარიანტი სწრაფად ვრცელდება. 

 თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციებია, რაც შეიძლება რისკების შემცველი იყოს საქართველოსთვისაც. ის ფიქრობს, რომ მიზანშეწონილი იქნება, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე. 

დეკემბრის დასაწყისში  ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მას შემდეგ, რაც ჩინეთში კოვიდშეზღუდვები შეამსუბუქეს, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური რიცხვი დაავადებულების სრულ რაოდენობას არ ასახავს.

ჩინეთის ინფორმაციით, პანდემიისას COVID-თან დაკავშირებული მხოლოდ 5 237 სიკვდილი დაფიქსირდა - მონაცემში გათვალისწინებულია 19 დეკემბერს დაღუპული 2 პირიც, რაც 1.4 მილიარდი მოსახლეობის მცირე ნაწილია და არ შეესაბამება სხვა ქვეყნებში პანდემიისას დაღუპულთა პროცენტულ წილს. 

ევროპასა და ამერიკაში რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, საქართველო ჩინეთთან ფრენების შეზღუდვებს მოხსნის.   

China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იანვრიდან აახლებს. რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. 

კომენტარები