COVID-19 ჩინეთში

COVID-19-ის ახალი ვარიანტის გამო WHO მოგზაურებს მოუწოდებს, ფრენისას პირბადე ატარონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მგზავრებს მოუწოდებს, შორ მანძილზე ფრენებისას პირბადე კვლავ გამოიყენონ. მიზეზად COVID-19-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალური პირების თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ომიკრონის უახლესი ქვევარიანტი სწრაფად ვრცელდება. 

ევროკავშირის ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისზე რეაგირების ჯგუფი (IPCR) ჩინეთიდან ჩასული მგზავრების შემთხვევითი ტესტირებისა და ნიღბების საჭიროებაზე საუბრობს. 

ბევრი მეცნიერი - მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის - თვლის, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები COVID-19-ის გავრცელების რეალურ შედეგებს არ ასახავს. 

ათზე მეტი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისგან კოვიდტესტირებას ითხოვს.

დეკემბრის დასაწყისში  ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მას შემდეგ, რაც ჩინეთში კოვიდშეზღუდვები შეამსუბუქეს, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ქვეყანაში არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური რიცხვი დაავადებულების სრულ რაოდენობას არ ასახავს.

ჩინეთის ინფორმაციით, პანდემიისას COVID-თან დაკავშირებული მხოლოდ 5 237 სიკვდილი დაფიქსირდა - მონაცემში გათვალისწინებულია 19 დეკემბერს დაღუპული 2 პირიც, რაც 1.4 მილიარდი მოსახლეობის მცირე ნაწილია და არ შეესაბამება სხვა ქვეყნებში პანდემიისას დაღუპულთა პროცენტულ წილს. 

ევროპასა და ამერიკაში რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, საქართველო ჩინეთთან ფრენების შეზღუდვებს მოხსნის.   

China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იანვრიდან განაახლებს. რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება

კომენტარები