COVID-19 ჩინეთში

ჩინეთიდან შემოსულებზე შეზღუდვების გამო ჩინეთი სამხრეთ კორეისა და იაპონიის ვიზებს ბლოკავს

სეულში პეკინის საელჩოს ცნობით, სამხრეთ კორეელებისთვის და იაპონელებისთვის ტურისტული ვიზები შეჩერებულია. 

ეს არის ერთგვარი ნაბიჯი, რომელიც პეკინის თქმით, დარჩება მანამ, სანამ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე "დისკრიმინაციული" შეზღუდვები არ მოიხსნება.

გასულ კვირას სამხრეთ კორეამ ჩინეთიდან ჩასულთათვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა, რასაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მიუღებელი" და "არამეცნიერული" უწოდა.

ჩინეთის ბოლო გადაწყვეტილებაზე რეაგირებისას, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ BBC-სთან ინტერვიუსას თქვა, რომ მათი პოლიტიკა ჩინეთიდან ჩამოსულებთან დაკავშირებით "მეცნიერული და ობიექტური მტკიცებულებების შესაბამისი" იყო. 

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს ცნობით, სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე, ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანების დაახლოებით მესამედს კოვიდი დაუდასტურდა.  

ამავდროულად, იაპონია ჩინელ ვიზიტორებს მხოლოდ კოვიდტესტირების გავლის შემდეგ უშვებს. 

კომენტარები