საქართველო-ჩინეთი

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ფრენები აღდგება

ჩინეთი

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთთან რეგულარული ფრენები აღდგება. China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იანვრიდან განაახლებს.

"სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება.

China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს შესრულდა.

კომენტარები