საქართველოს რკინიგზა

რკინიგზა: უამინდობის გამო ძაბვის პრობლემები იქმნება, შეიძლება, მოძრაობა შეფერხდეს

batumelebi.netgazeti.ge

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და მატარებლების მოძრაობის შესაძლო შეფერხებებზე საუბრობს. მათი განმარტებით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე "საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით" პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები.

"ამან შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები