საქართველოს რკინიგზა

რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება - კობახიძე

საქართველოს რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება. ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"10 ახალ სამგზავრო მატარებელს შევისყიდით და ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი ახალი მატარებლებით შესრულდება. მგზავრობა გაცილებით კომფორტული და სწრაფი გახდება - მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი კი 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება. გარდა ამისა, რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება". - თქვა კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს აღდგება თბილისი-ახალციხის რეისიც.

"აგვისტოში თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია დასრულდება, რის შედეგადაც აღდგება ეს რეისი, რომელიც 2009 წლიდან გაუქმებული იყო. მგზავრობის დრო 3 საათი იქნება". - თქვა კობახიძემ.

კომენტარები