პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცი ჰარი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რასიზმში დადანაშაულებას უარყოფს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი
CHRIS JACKSON/GETTY IMAGES

პრინცი ჰარი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რასიზმში დადანაშაულებას უარყოფს. ამის შესახებ სასექსის ჰერცოგმა ავტობიოგრაფიულ წიგნთან Spare დაკავშირებით ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა.

ITV-სთან საუბრისას, პრინც ჰარის მისი და მისი ცოლის, მეგან მარკლის მიერ ოპრა უინფრისთვის 2021 წელს მიცემულ ინტერვიუზე ჰკითხეს, სადაც მარკლი ამბობდა, რომ მისი ორსულობის დროს, სამეფო ოჯახში მათი მომავალი შვილის, არჩის სავარაუდო კანის ფერზე მიმდინარეობდა საუბრები.

ჟურნალისტი: "ოპრასთან ინტერვიუში თქვენ თქვენი ოჯახის წევრები რასიზმში დაადანაშაულეთ.."

ჰარი: "არა. ბრიტანული ტაბლოიდები ასე წერდნენ, თუმცა, მეგანმა ახსენა, რომ ისინი რასისტები არიან?"

ჟურნალისტი: "მან [მეგანმა] თქვა, რომ არჩის კანის ფერზე შემაწუხებელი საუბრები მიმდინარეობდა. არ თვლით ამას რასიზმად?"

ჰარი: "არსებობს განსხვავება რასიზმსა და გაუცნობეირებელ მიკერძოებას შორის. ეს ორი განსხვავებული საკითხია. მას შემდეგ რაც გაიაზრებ, ან მიგითითებენ, რომ თქვენ, როგორც პიროვნებას, ან სხვა შემთხვევაში ინსტიტუციას, გაქვთ გაუცნობიერებელი მიკერძოება, ამის შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ და გააცნობიეროთ. სხვაგვარად, გაუცნობიერებელი მიკერძოება რასიზმის კატეგორიაში გადაინაცვლებს".

სასექსის ჰერცოგის ავტობიოგრაფიული წიგნი Spare გასულ კვირას ესპანეთში გამოვიდა. პრინცი ჰარი წიგნში საუბრობს ძმასთან ურთიერთობების დეტალებზე - მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ამასთანავე, იხსენებს მისი ცოლისადმი, მეგან მარკლისადმი სამეფო ოჯახის დამოკიდებულებას. თუმცა, ყველაზე დიდი გამოხმაურება მის სამხედრო მოგონებებს მოჰყვა.

კომენტარები