პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი NETFLIX-თან ერთად რამდენიმე პროექტზე იმუშავებენ

Cosmopolitan

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Netflix-თან ერთად რამდენიმე პროექტს იწყებენ - ნაწილში წყვილი თავად გამოჩნდება.

პროექტები დოკუმენტურ ფილმებს, დოკუმენტური სერიალებს, შოუებს და ბავშვთა გადაცემებს მოიცავს.

"ჩვენ ფოკუსირებულები ვართ, რომ შევქმნათ ინფორმაციული და იმედის მომცემი კონტენტი. როგორც ახალბედა მშობლებს, შთამაგონებელი საოჯახო პროგრამების შექმნაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნიაც". - თქვა წყვილმა.

Netflix-ის დირექტორის, ტედ სარანდოსის თქმით, მას ძალიან ეამაყება, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა კომპანია თავიანთ კრეატიულ სახლად აქციეს.

სამეფო წყვილის თქმით, მათთვის ძალიან სასიამოვნოა Netflix-თან მუშაობა და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათქმელის ხალხამდე მიტანის საშუალება ეძლევათ.

Deadline-ის ინფორმაციით, რამდენიმე პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მათ შორისაა დოკუმენტური სერიები და ანიმაციური სერიალი შთამაგონებელ ქალებზე.

კომენტარები