ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

"ჰარი, მიყვარხარ, მაგრამ მოკეტე" – ყოფილი თანამებრძოლი პრინც ჰარის მემუარებზე

სასექსის ჰერცოგის ავტობიოგრაფიული წიგნი Spare გასულ კვირას ესპანეთში გამოვიდა. პრინცი ჰარი წიგნში საუბრობს ძმასთან ურთიერთობების დეტალებზე - მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ამასთანავე, იხსენებს მისი ცოლისადმი, მეგან მარკლისადმი სამეფო ოჯახის დამოკიდებულებას. თუმცა, ყველაზე დიდი გამოხმაურება მის სამხედრო მოგონებებს მოჰყვა. 

"დაფიდან მოშორებული ჭადრაკის ფიგურები" – პრინცი ჰარის თქმით, მან 25 მებრძოლი მოკლა 

სწორედ მემუარებიდან გავრცელებულ დეტალებს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითი ვეტერანი, ბენ მაკბინი და ჰარის გაჩუმებისკენ მოუწოდა.

"ჰარი, მიყვარხარ, მაგრამ მოკეტე. გაფიქრებს იმ ხალხზე, ვინც მის გარშემო ტრიალებს - კარგი ხალხი რომ იყვნენ, გაჩერებისკენ მოუწოდებდნენ". - წერს Twitter-ზე მაკბინი.

ბრიტანელი ყოფილი მეთაურის თქმით, ავღანეთში თალიბანის მებრძოლების მკვლელობის შესახებ განცხადებით პრინცმა ჰარიმ თავისი რეპუტაცია შელახა. 

არმიის ყოფილმა ოფიცერმა, პოლკოვნიკმა რიჩარდ კემპმა BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ ჰარის კომენტარები "არაკეთილგონივრული და წინდაუხედავი" იყო. 

მან დასძინა, რომ ამ ინფორმაციამ შეიძლება მისი უსაფრთხოება შეარყიოს და ხალხში შურისძიების პროვოცირება გამოიწვიოს. 

პრინც ჰარის მემუარების გამო ყოფილი სამხედრო იძულებული გახდა ქაბული დაეტოვებინა 

საზღვაო ქვეითი, პენ ფართინგის თქმით, პრინც ჰარის მემუარებში ნახსენები დეტალების გამო ქაბულის დატოვება უწევს. იგი 2021 წელს ქალაქიდან ძაღლებისა და კატების ევაკუაციაზე იყო პასუხისმგებელი. 

მან დატოვა ქაბული და მიატოვა სამუშაო ცხოველთა თავშესაფრებში, მისი განმარტებით, ამის მიზეზი "ყოფილ სამხედროებზე პოტენციური საპასუხო თავდასხმებია". 

"მოხარული ვარ, რომ იფიქრეთ იმ ადამიანების უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ავღანეთში ვართ და სიკეთის მოტანას ვცდილობთ. იდიოტი. არაა ჩემი პრინცი". წერს Twitter-ზე ყოფილი სამხედრო.

Operation Ark - ცხოველთა თავშესაფარი, რომელსაც ფართინგი ბოლო 18 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, როგორც ჩანს, აღარ მუშაობს. 

"ეს ცხოველებს დააზიანებს და არა მე". - აღნიშნავს Twitter-ზე იგი. 

კომენტარები