რუსეთ-უკრაინის ომი

ზელენსკი: ჩვენ დიდი უკრაინული ოჯახი ვართ, რომელიც ერთიანია, როგორც არასდროს

ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომელიც შობის ღამის გასატარებლად ერთად იკრიბება, რათა შეხვდეს პირველ ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობას გვამცნობს.  

ეს ჰარმონიისა და ოჯახის ერთობის დღესასწაულია. ჩვენ ყველა ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ ახლა - სახლში, სამსახურში, თხრილებში, გზაში, უკრაინასა თუ მის საზღვრებს გარეთ - ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს. ჩვენი ოჯახი გამარჯვების რწმენით არის გაერთიანებული. 

დაე, ჰარმონია შევიდეს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მასთან ერთად მშვიდობა ათასობით წლების განმავლობაში. 

თავს გაუფრთხილდით, გაუფრთხილდით ოჯახებს, გაუფრთხილდით უკრაინას! 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საშობაო მიმართვაში. 

კომენტარები