რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანების გაგზავნას განიხილავს

ამერიკული Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანა
Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის Bradley-ის ტიპის საბრძოლო მანქანების გაგზავნას განიხილავს. Bradley არის ჯავშანმანქანა, რომელსაც 25მმ-იანი ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამიზნეებზე თავდასხმისას ჯარისკაცების ფრონტზე გადაყვანა შეუძლია

Reuters-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, Bradley-ის ტიპის რა რაოდენობის ჯავშანმანქანას გადასცემს აშშ უკრაინას, თუმცა, ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს, რომლის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამოცხადდება

ამ დრომდე ბაიდენის ადმინისტრაციას კიევისთვის დაახლოებით $21.3 მილიარდი ღირებულების დახმარება აქვს გაგზავნილი.

კომენტარები