იაპონია

იაპონიის მთავრობა ტოკიოს დატოვების სანაცვლოდ ოჯახებს 1 მლნ იენს სთავაზობს

Philip Fong

იაპონიის მთავრობა, რეგიონებში მოსახლეობის კლების შესაჩერებლად, ტოკიოს დატოვების სანაცვლოდ, ოჯახებს თითო ბავშვზე 1 მილიონ იენს($7 500) სთავაზობს

იაპონური მედიის ცნობით, რეფორმა ძალაში აპრილიდან შევა. იაპონია ამ სტრატეგიას აქამდეც იყენებდა, როგორც დედაქალაქის დატოვების წამახალისებელ სტიმულს. თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით, თანხა 300 000 იენიდან მილიონამდე გაიზრდება. 

იაპონიაში მოსახლეობის კლების ტენდენცია პირველად გასულ წელს შენიშნეს. ხელისუფლება ქალაქის სიმჭიდროვის შემცირებასა და აუთვისებელი ადგილების დასახლებას ცდილობს. 

პროგრამის მონაწილეები ვალდებული არიან, სულ მცირე, ხუთი წლით დედაქალაქის გარეთ იცხოვრონ. ამასთან, ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს დასაქმებული, ან გეგმავდეს ახალი ბიზნესის წამოწყებას. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარები 2 წელზე ადრე დატოვებენ ახალ ადგილსამყოფელს, მათ თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ.

დაფინანსების პასუხისმგებლობას თანაბრად გადაინაწილებენ ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. 

მთავრობის გეგმით, 2027 წლისთვის ტოკიოდან რეგიონებში საცხოვრებლად 10 000-მდე ადამიანი გადავა. 

კომენტარები