მიხეილ სააკაშვილის საქმე

არესტოვიჩი: საქართველოს მთავრობა ქმედებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნაბიჯებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა, ექსპერტიზის დასკვნა კი ცალკე საკითხია. ამის შესახებ არესტოვიჩმა გადაცემაში Фейгин Live ისაუბრა.

"ევროპელების გადმოსახედიდან, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნაბიჯებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და მის საქმეში დემონსტრირებას არ ახდენს. ევროპაში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, თუმცა, ადამიანის მიზანმიმართული მკვლელობა წამების გზით? მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემებით სასამართლო პროცესებში მონაწილეობა წამებაა. ტოქსიკოლოგიური ექსპერტების დასკვნებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ყველამ ყველაფერი იცის და საკუთარი შეფასება აქვთ. ჯერჯერობით არაოფიციალურად, თუმცა, ევროპარლამენტმა ამ საკითხს სეროზული შეფასება გაუკეთა. მათ კოლექტიური აზრი გამოთქვეს. როდესაც ადამიანისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ ციხეში ფაქტობრივად სიკვდილამდე მიგყავს, ეს ევროკავშირის ღირებულებს აშკარად არ შეესაბამება. თუ მოქმედი ხელისუფლება თავს უფლებას მისცემს ასე ბრუტალურად დაარღვიოს ევროპული ღირებულებები, ნათელია რომ ამას ევროპიდან შესაბამისის შეფასებები მოჰყვება". - თქვა არესტოვიჩმა. 

24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა და ციხეში მოწამლეს.

27 დეკემბერს კი ფეიგინმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქცია დააანონსა.

კომენტარები