ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე უკეთესი დღეს არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როდესაც ჩვენ ე.წ. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, აბსოლუტურად კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს, ახლა მე გეკითხებით თქვენ, ეს ნორმალურია?! ეს ლექსიკა, ეს მიდგომები ნორმალურია?! ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულებები ნორმალურად მიგაჩნიათ?! ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები?! ასე გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა?!
საქართველო-ევროკავშირი
კალაძე: წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რა არის ევროპა
tbl.ge/6861
დაკოპირდა

ამბობს კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე საუბრისას.
კახა კალაძეთბილისის საკრებულომიხეილ სააკაშვილიევროპარლამენტარებიკანდიდატის სტატუსისაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- "მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო" – საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვარჰეის
- მთავრობა: პრემიერმა EU-ს ელჩებს გააცნო ნაბიჯები, რომლებსაც ოქტომბრამდე გადადგამს
- მდინარაძე: არ შეიძლება, საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს
- აუსტრევიჩიუსი: მჯერა, რომ, საბოლოოდ, ქართველი ხალხი და მათი ევროპული მისწრაფება გაიმარჯვებს
- მიშელი: ევროპული პერსპექტივა ისტორიული შესაძლებლობაა, მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება