UEFA

ომის დაწყებიდან პირველად UEFA რუსეთში ტურნირს ჩაატარებს

ვლადიმირ პუტინი და FIFA-ს პრეზიდენტი ჯიანი ინფანტინო
The Times

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად რუსეთში ტურნირის გამართვას გეგმავს. ინფორმაციას რუსეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.

საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი 2023 წლის მაისში იგეგმება და მასში ევროპის კლუბებთან ერთად ვოლგოგრადის ახალგაზრდული კლუბები მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი UEFA-ს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართება. 

"ჩვენი ორგანიზაცია UEFA-სთან მუდმივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ურთიერთობის დათბობას ცდილობს". – აცხადებს რუსეთის საფეხბურთო კავშირი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე დროში FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს საკუთარ ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალა.

2022 წლის 1 მარტს UEFA-მ რუსულ კომპანია გაზპრომთან კონტრაქტი გაწყვიტა.

კომენტარები