რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UEFA-მ რუსულ კომპანია გაზპრომთან კონტრაქტი გაწყვიტა

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) რუსულ კომპანია გაზპრომთან კონტრაქტი შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც ჩემპიონთა ლიგასა და ერთა ლიგას, აგრეთვე 2024 წელს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატსაც. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა

აღსანიშნავია, რომ გაზპრომი უეფას სპონსორი 2012 წელს გახდა. კონტრაქტის ღირებულება წელიწადში 40 მილიონი ევრო გახლდათ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები