UEFA

UEFA რუსული საფეხბურთო კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთას განიხილავს

Sky Sports

UEFA-მ შესაძლოა რუსული საფეხბურთო კლუბები ევროტურნირებიდან მოკვეთოს.

ასოციაცია ხვალ საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც კლუბების დაშვებისა და სანკტ-პეტერბურგიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გადატანის საკითხები განიხილება. 

ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ორი რუსული კლუბი ზენიტი და სპარტაკი თამაშობს. ზენიტი დღეს ბეტისს შეხვდება, ხოლო სპარტაკი ლიგის მერვედ ფინალშია გასული.

ფინალური მატჩი, 28 მაისს, სანქტ-პეტერბურგის გაზპრომ არენაზე უნდა გაიმართოს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა დაახლოებით 70 მილიონი ევრო ჯდება. 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრამდე რამდენიმ დღით ადრე ბრიტანული პრესა UEFA-ს ფინალის გადატანისკენ მოუწოდებდა.

კომენტარები