2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

რეპერი AFROMAN აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის

Unilad

2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Afroman იყრის კენჭს. რეპერმა მსმენელებს ახალი ამბავი შტატ მისურიში გამართულ კონცერტზე გაუზიარა.

"ვაპირებ დავუპირისპირდე დონალდ ტრამპს, რონ დესანტისს და თავად იეს(კანიე უესტი)". – განაცხადა მუსიკოსმა.

მოგვიანებით აფრომენმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა.

"სალამი, აბა რა ხდება? ეს მე ვარ, მშიერი, ამერიკული ოცნების მომხვეჭი აფრომენი, 2024 წლის არჩევნებზე კენჭს ვიყრი". – ამბობს რეპერი.

2022 წლის ნოემბერში რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს, მოგვიანებით მუსიკოსმა ვიცეპრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპს შესთავაზა.

Afroman ამერიკელი რეპერი, მუსიკოსი და კომიკოსია. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა 2000 წლის ჰიტი Because I Got High.

კომენტარები