Twitter

Twitter-ის მომხმარებლის უმრავლესობას სურს, მასკმა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვოს

ილონ მასკი
Jonathan Newton/The Washington Post

გუშინ, 18 დეკემბერს Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა პლატფორმის მომხმარებელს ჰკითხა, დარჩეს თუ არა კომპანიის ხელმძღვანელად. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5% მასკის პოსტის დატოვებას უჭერს მხარს.

მისი თქმით, ის მომხმარებლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. 

გამოკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე Twitter-მა გამოაცხადა, რომ კრძალავდა იმ ანგარიშებს, რომლებიც შექმნილია მხოლოდ სხვა სოციალური მედიისა და კონტენტის პოპულარიზაციისთვის და შეიცავს ბმულებს ან მომხმარებლის სახელებს კონკურენტი პლატფორმებიდან.

მანამდე, მასკმა დელავერის სასამართლოს განუცხადა, რომ ის შეამცირებდა თავის როლს Twitter-ის მართვაში და საბოლოოდ იპოვნიდა ახალ ლიდერს კომპანიისთვის.

მასკის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ იქნება უცნაური, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის დიდი ხანია უარყოფს კორპორატიული ტიტულების ღირებულებას - და ცოტა ხნის წინ არწმუნებდა Tesla-ს ინვესტორებს, რომ გადადგომას აპირებდა. 

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter-ზე კონტროლი ოქტომბერში მოიპოვააღადგინა ქეითი გრიფინის, ჯორდან პიტერსონისა და Babylon Bee-ის ანგარიშები. მასკის თქმით, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვის შორის ბალანსის პოვნაა. ასევე, გასულ კვირას, გამოკითხვის ჩატარების შემდეგ მასკმა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშიც აღადგინა.

"Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის, მაგრამ არა გავრცელების თავისუფლება". - წერდა მასკი.

კომენტარები