დონალდ ტრამპი

ტრამპმა 99-დოლარიანი NFT კოლექცია გამოუშვა [VIDEO]

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ციფრული სავაჭრო ბარათების კოლექცია გამოუშვა, რომლებზედაც თავად ის სუპერგმირის, ასტრონავტისა თუ სხვა პერსონაჟის როლშია გამოსახული. 

"შეზღუდული გამოშვების ბარათები ასახავს ჩემი ცხოვრებისა და კარიერის გასაოცარ ხელოვნებას". - თქვა ტრამპმა. 

გასულ თვეს ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ამ კვირას კი "მნიშვნელოვანი სიახლის" გამოცხადება დააანონსა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ტრამპი მისი კამპანიის თანამებროძოლს - ვიცეპრეზიდენტის კანდიდატურას დასაახლებდა. ნაცვლად ამისა ტრამპმა საკუთარ პლატფორმაზე სარეკლამო ვიდეო გაავრცელა. 

ვიდეოში ვხედავთ ყოფილი პრეზიდენტის ანიმაციურ გამოსახულებას, რომელიც Trump Tower-ის წინ დგას. ყოფილი პრეზიდენტი პერანგს იხსნის და სუპერგმირის კოსტიუმს აჩვენებს. კოსტიუმზე T არის გამოსახული. 

"ეს დონალდ ტრამპია. ვიმედოვნებ, თქვენი ყველაზე საყვარელი პრეზიდენტი. უკეთესი ვიდრე ლინკოლნი თუ ვაშინგტონი". - ამბობს ტრამპი ვიდეოს დასაწყისში.

Truth Social-ზე ტრამპმა განმარტა, რომ NFT "ბეისბოლის ბარათს ჰგავს, მაგრამ ვიმედოვნებთ, ბევრად საინტერესო იქნება". მან დაამატა, რომ ბარათები, რომელთა ღირებულება 99 აშშ დოლარია "დიდი საშობაო საჩუქარია".

მყიდველები ასევე ჩაერთვებიან გათამაშებაში და ექნებათ შანსი მოიგონ პრიზები, მათ შორის გალა ვახშამი ან გოლფის თამაში ტრამპთან.

კომენტარები