რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელონი: იტალია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს

ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, იტალია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში რუსეთის აგრესია უკრაინაში შესუსტდება. 

"ჩანს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, პარალელურად, უნდა განვაგრძოთ უკრაინის სრული მხარდაჭერა". – მიმართა ჯორჯია მელონიმ რომაელ კანონმდებლებს.

მელონი იმ მცირერიცხოვან იტალიელ პოლიტიკურ ლიდერებს შორისაა, რომელმაც მარიო დრაგის პრემიერმინისტრობისას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მელონი ოპოზიციის წევრი იყო. მას შემდეგ, რაც მელონიმ მარიო დრაგი ჩაანაცვლა და იტალიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა, უკრაინის სრულ მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ამასთან, იგი ევროკავშირის პოზიციას ენერგო და მიგრაციულ საკითხებზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

ბუნებრივი აირის ფასების ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას მელონიმ "იმედგამაცრუებელი" უწოდა და ევროკავშირს უფრო გაბედული მიდგომისკენ მოუწოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ იტალიას უკრაინაში გაგზავნილი იარაღების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია, მელონის თქმით, სამხედრო გადაზიდვები წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები