COVID-19

ჩინეთში ასაკოვანი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყეს

ჩინეთში კოვიდის შემთხვევების ზრდის მოლოდინში, ასაკოვანი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კოვიდშეზღუდვები შეამსუბუქა, ანალიტიკოსები დაღუპულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა სათანადოდ ვაქცინირებული არ არის. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ჩინეთს COVID-19-ის შემთხვევების ზრდასთან გამკლავებაში დაეხმაროს, თუკი ისინი ამას ითხოვენ. 

”ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერი გზით, რაც კი შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს. ეს ასე იყო მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და ეს ასეა დღესაც”. - ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი, ჯონ კირბი. 

კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული პროტესტის საპასუხოდ, ჩინეთის ხელისუფლებამ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გასულ კვირას შეიტანა და კოვიდშეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

კომენტარები