კოსოვო

კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა

14 დეკემბერს, პრიშტინაში, კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ, პრემიერმინისტრმა ალბინ ქურთიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ გლაუკ კონიუფკამ ხელი მოაწერეს კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ექსპერტების აზრით, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს მოიპოვა, ეს ნაბიჯი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და რეალობაში ნაკლებად წარმოსადგენია, ახლო მომავალში კოსოვო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვიხილოთ. თუმცა, მათივე თქმით, არსებობს ამის პოტენციალი.

ჯერჯერობით, განხილვაში არ არის კოსოვოსთვის ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მინიჭებაც. კოსოვოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის მიერ (ესპანეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი და კვიპროსი) მისი დამოუკიდებლობის არაღიარება. 

კომენტარები