ჩინეთი

"გთხოვთ, დაიცვათ თავი" – ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული პროტესტის საპასუხოდ, ჩინეთის ხელისუფლებამ გასულ ოთხშაბათს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და კოვიდრეგულაციების შემსუბუქება დაიწყო. ამ ეტაპზე COVID-19-ის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. პანდემიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ჩინეთი ნელ-ნელა უახლოვდება დანარჩენი სამყაროს წესებს, სადაც ვირუსთან ერთად ცხოვრება ახალ ნორმადაა ქცეული. 

ვუჰანში ვირუსის მთავარი ექსპერტი ამბობს, რომ კოვიდის შემთხვევები პიკს ერთ თვეში მიაღწევს. ჩინეთში ბევრი აქტივობის წინ სავალდებულო ტესტირება გაუქმებულია, შემცირებულია კარანტინის დღეები და იგეგმება, გაუქმდეს მობილური აპლიკაცია, რომელიც 1,4 მილიარდი ადამიანის მოგზაურობის ისტორიის სანახავად გამოიყენება.

ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთი ინფიცირების ტალღისთვის მზად არ არის და ვარაუდობენ, რომ პიკის პერიოდი ჩინეთის მყიფე ჯანდაცვაზე ცუდად იმოქმედებს. პეკინის საავადმყოფოს რესპირატორული განყოფილების ექიმი ამბობს, რომ პაციენტების რიცხვი, რომლებიც კლინიკაში შეყვანას ელოდებიან, ყოველდღიურად იზრდება.

ამის მიუხედავად, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კოვიდის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ეს ციფრები ტესტირებაზე მოთხოვნის შემცირებითაა განპირობებული. 

კომენტარები