მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევენ ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით, მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველები
ბოკერია ოცნებაზე: უკრაინაში მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი განაჩენია
tbl.ge/67hv
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც TV IMEDI-ს ეთერში აღნიშნა, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასულ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
გიგა ბოკერიარუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიქართული ოცნებაევროპული საქართველომამუკა მდინარაძეუკრაინაში მებრძოლი ქართველები
ამავე თემაზე
- სომხეთში უკრაინაში მებრძოლი ქართველი დააკავეს, მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება
- TV პირველი: უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის, ლევან მაზმიშვილის სახლი გაჩხრიკეს
- დონეცკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ 2 ქართველ მებრძოლზე ძებნა გამოაცხადა
- რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი მოხალისე ტერორისტების სიაში შეიყვანა
- ე.წ. დონეცკის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართველ მოხალისე დაუსწრებლად დააპატიმრა




