უკრაინაში მებრძოლი ქართველები

დონეცკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ 2 ქართველ მებრძოლზე ძებნა გამოაცხადა

გელა კახაბრიშვილი და გიორგი ახალაია

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ უკრაინაში მებრძოლ ორ ქართველ მოხალისეზე, გიორგი ახალაიაზე და გელა კახაბრიშვილზე ძებნა გამოაცხადა.

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეებზე, 40 წლის გიორგი ახალაიაზე და 53 წლის გელა კახაბრიშვილზე ძებნას აცხადებს. ახალაია და კახაბრიშვილი გამოცხადებულნი არიან საერთაშორისო ძებნაში". – წერია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით 2022 წლის მარტი-მაისის პერიოდში ახალაია უკრაინაში ჩავიდა და ქართულ ლეგიონს შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში 2024 წლის აგვისტომდე იღებდა მონაწილეობას. 

კახაბრიშვილის დაჭერისთვის 2 მილიონი რუბლის ექვივალენტის ჯილდოა დაწესებული. გამოძიების ვერსიით ის უკრაინის მხარეს ქართული ლეგიონის რიგებში იბრძოდა.

კომენტარები