ქართველი მებრძოლები უკრაინაში

მდინარაძე: სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ [უკრაინაში]

სიმართლის გულისთვის, როგორც წესი, ბოდიშს არ იხდიან. თქვენ გინდათ, რომ ეს სიმართლე გაყიდოთ სხვანაირად.  

დიახ, ყველამ იცის და ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ [უკრაინაში] და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების. ხომ ვიცით ყველამ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ, წაიყვანონ. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. გუშინ, 5 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიას" მიჰყავს. პრემიერმინისტს ქართველი მებრძოლები გამოეხმაურნენ, რომ ისინი ომში არავის წაუყვანია.

კომენტარები