ქართველი მებრძოლები უკრაინაში

ერმაკი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე: ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს, მადლობა ქართველებს

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველ მებრძოლის ოჯახებს უსამძიმრებს. ერმაკი პოსტს ტელეგრამ-არხზე ქართულად ავრცელებს.

"ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ.

ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ.

ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს!

დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კიდევ 2 ქართველ მებრძოლის დაღუპვის შესახებ ცნობები 25 ივნისს გავრცელდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე სულ 47 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები