თბილისის მერია

კალაძე: კონკრეტულ ჯგუფს რომ ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ომის ქალაქი იქნებოდა

მშვიდობა არის ის, რისკენაც სწრაფვა წესით და რიგით ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ყველა პოლიტიკოსს უნდა აერთიანებდეს, თუმცა, დღეს მიწევს ერთი რამის თქმა - გასული წელიწადნახევრის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები სხვანაირად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი განმეორებაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი, სინამდვილეში მათ მშვიდობის შესახებ არა სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ, უპირველესყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ, სლოგანზე თავდასხმა ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი.

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო სლოგანზე - თბილისი, მშვიდობის ქალაქი. "მშვიდობას” მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება კოსნპიროლოგიურ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პროპაგადაში იყენებდა.

კომენტარები