ბელარუსი

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაიცვალა – Belta

Belta-ს ინფორმაციით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაკეი პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. 

"საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად გარდაიცვალა". – წერს Belta.

კვირის დასაწყისში ის დაესწრო რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს სამხედრო ალიანსის - კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის კონფერენციას ერევანში და ორშაბათს, 28 ნოემბერს დაგეგმილი ჰქონდა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა. 

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებამდე, მაკეი ბელარუსის დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს.

თუმცა, მან მოულოდნელად შეცვალა თავისი პოზიცია საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ორკესტრირებული იყო დასავლეთის მიერ.  

კომენტარები